standart

სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი

27 მაისი - 26 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი სრული
ყოველი მეორე შაბათი: 10:00 - 14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი

სამუშაოს აღწერილობა:


  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება - მოზიდვა ;
  • დაინტერესებული/პოტენციური მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
  • დაკავებული პოზიციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • შედეგზე ორიენტირებულს;
  • სწრაფსა და ორგანიზებულს;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით;
  • საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნით;
თუ თვლით, რომ გაყიდვები კარგად გამოგდით - მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
27 მაისი - 26 ივნისი