ვინ ვართ ჩვენ: „სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის ინტერიერის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
რატომ „სამერი ჯგუფი“? ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:
იმუშავებ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში;
შენი იდეები და ინიციატივები რეალურად განხორციელდება;
გექნება შესაძლებლობა დამოუკიდებლად მართო კომპანიის მარკეტინგული მიმართულება;
ჩაერთვები მრავალფეროვან პროექტებში და იმუშავებ პრემიუმ სეგმენტის პროდუქტზე;
მიიღებ პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული.
პოზიციის შესახებ:
ვაკანსია განკუთვნილია გამოცდილ და კრეატიულ მარკეტინგის პროფესიონალზე, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მართოს კომპანიის მარკეტინგული მიმართულება: სოციალური მედიის მართვიდან - სტრატეგიულ დაგეგმვამდე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
სტრატეგიული და ანალიტიკური მიმართულება:
ბაზრის კვლევა და ანალიზი;
კონკურენტების კვლევა და მონიტორინგი;
მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირება და განვითარება;
მარკეტინგული გეგმის შექმნა და შესრულების კონტროლი;
ბიუჯეტირების დაგეგმვა და მართვა;
ბრენდინგისა და პოზიციონირების გაუმჯობესება;
გაყიდვების მიმართულებასთან კოორდინირებული მუშაობა, გაყიდვების შედეგებისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და განხორციელება.
კონტენტის შექმნა და გადაღებების მართვა:
ფოტო და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, ორგანიზება და მომზადება;
ფოტოგრაფთან და ვიდეოგრაფთან თანამშრომლობა;
გადაღებების ბრიფების მომზადება;
ფოტო/ვიდეო გადაღებების დაგეგმვა, პროცესის კონტროლი და კოორდინაცია;
გადაღებებზე დასწრება;
ვიდეო კონტენტში უშუალო მონაწილეობა და კამერის წინ საუბარი;
პროდუქტის, ბრენდისა და კომპანიის სერვისების პროფესიონალურად წარდგენა ვიდეო ფორმატში;
ვიზუალების შექმნა შესაბამის პროგრამებში;
ქოფირაითინგი: სარეკლამო, საინფორმაციო და ბრენდული ტექსტების მომზადება;
ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვა;
საბეჭდი მასალების დიზაინის მომზადება (ბანერები, კატალოგები, ფლაერები, ბროშურები და სხვა);
სტამბებთან და გარე მომწოდებლებთან კომუნიკაცია.
სოციალური მედიის მართვა:
კომპანიის სოციალური მედიის არხების სრულყოფილი მართვა: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn
კონტენტ კალენდრის შექმნა და აღსრულება;
ყოველდღიური პოსტების, სთორების, რილსებისა და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება;
აუდიტორიასთან კომუნიკაცია და ჩართულობის ზრდა;
სოციალური მედიის ანალიტიკის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.
ციფრული მარკეტინგი და რეკლამა:
Meta Ads Manager-ის სრულყოფილად გამოყენება;
Facebook და Instagram რეკლამების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;