DNT Group სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი მენეჯმენტ-კომპანიაა, რომლის მთავარი მისია სასტუმროების პოტენციალის მაქსიმიზაციაა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი სტანდარტების საფუძველზე, კომპანია წარმატებით მართავს სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებს საქართველოს მასშტაბით.
DNT Group აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ყაზბეგში, კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სასტუმროში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური ადამიანი, გსურს დინამიკურ გარემოში მუშაობა და პროფესიული განვითარება — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და ინფორმაციის მიწოდება;
- ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის წარმოება;
- დოკუმენტაციისა და საოპერაციო ინფორმაციის მოწესრიგება;
- სტუმრების მოთხოვნებისა და მიმდინარე საკითხების ეფექტურად მართვა;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სამუშაო ადგილზე კვებით უზრუნველყოფას.
ლოკაცია: თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქუჩა #22
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.