standart

სასტუმროს ადმინისტრატორი

27 May - 26 June
Details
Address
Tbilisi
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

Wyndham Hotels and Resorts არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.
Ramada by Wyndham Tbilisi Old City მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასააა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო „ Ramada by Wyndham Tbilisi Old City” აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
გრაფიკი: 4 სამუშაო დღე (2 დღის ცვლა, 2 - ღამის ცვლა), 4 დასვენების დღე.
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი.
კვება
ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება/განთავსება
  • სატელეფონო ზარების მიღება, გადამისამართება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
  • სასტუმროში მოქმედი სერვისების, ტარიფების, ობიექტების და მათის სამუშაო საათების ცოდნა
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების და შინაგანაწესის დაცვა

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

გისურვებთ წარმატებას!
27 May - 26 June