ლოგისტიკური და საკურიერო კომპანია "Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე; 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი
მოვალეობები:
- ფინანსური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადება;
- ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;
- ფინანსური პროგნოზების, ფულადი სახსრების (Cash Flow) პროგნოზისა და სხვადასხვა სცენარების მომზადება;
- მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგის წარმოება, შექმნა;
- ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
- საბიუჯეტო და სტრატეგიული ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია, ვიზუალური ფინანსური dashboard-ების;
- ძირითადი ფინანსური KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეკომენდაციების მომზადება;
- სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკების გამოყენება შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის;
- ახალი ინიციატივების, პროექტებისა და ინვესტიციების ფინანსური შეფასება;
- კომპანიის ბიზნეს განვითარების პროცესში მონაწილეობა;
- მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმის წარდგენა;
- ფინანსური პროცესების მართვის კუთხით პირადი ხედვის და ინიციატივების შეთავაზება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება
კვალიფიკაცია:
- უმაღლეს განათლებას ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან თანმდევი დარგის მიმართულებით;
- MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
- მინიმუმ 2-წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
- სასურველია ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა და გუნდური მუშაობა
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitapass-ით სარგებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV.