standart

IT ინჟინრის/ტექნიკოსი

27 მაისი - 26 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1600-1800 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "სოლუტექი" აცხადებს ვაკანსიას IT ინჟინრის/ტექნიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე:

  • IT ინჟინერი/ტექნიკოსი: 1600-1800 ლარი (ხელზე ასაღები)
  • გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი შეთანხმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ქვემოთ მომცემულ მიმართულებებზე (დამატებითი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
ფუნქცია-მოვალეობები:

  • კაბელირება (ქსელის კაბელი, ოპტიკური კაბელი, სახანძრო სიგნალიზაციის კაბელი, დენის და გახმოვანების კაბელი);
  • ქსელური ინფრასტრუქტურა (რეკის აწყობა, აპარატურის მონტაჟი, ქსელის გამართვა ფიზიკურ დონეზე);
  • ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები (აპარატურის მონტაჟი, კონფიგურაცია და გამართვა);
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწვეტილებების მიღების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, პროექტის და დავალების მიხედვით (საქართველოს ტერიტორია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება)

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV)
27 მაისი - 26 ივნისი