standart

გაყიდვის სამსახურის აღმასრულებელი

27 მაისი - 26 ივნისი
დეტალები
მისამართი
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
500-5000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სატელეკომუნიკაციო კომპანია "ს.ს. გლობალ ერთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვის სამსახურის აღმასრულებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით ან თავისუფალი

სრული განაკვეთით ანაზღაურება - ფიქსირებულ ხელფასს პლუს გამომუშავებით, საშუალოდ 500-დან 5 000 ლარამდე, თავისუფალი განაკვეთით - მხოლოდ გამომუშავებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება (დასაშვებია სტუდენტიც)
  • კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა
  • პოტენციურ კლიენტთან მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
  • კარგი პრეზენტაციის უნარი
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Word/Excel/PowerPoint)
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვის სფეროში (სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში - სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურება)
  • სასურველია ავტომანქანისა და მართვის მოწმობის ფლობა
ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა
  • პირადი კლიენტების ბაზების შექმნა
  • შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისების გაზიარება
  • კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობა
  • ინტერნეტის და სატელეფონო სერვისების პრეზენტაცია და გაყიდვა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურების სისტემა სრულ განაკვეთზე: ფიქსირებული + გამომუშავება და ბონუსი
  • ანაზღაურების სისტემა თავისუფალ განაკვეთზე: მხოლოდ გამომუშავებაზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ახალგაზრდულ, დინამიკურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • მობილურზე ულიმიტო სასაუბრო დროს
  • მართვის მოწმობის ფლობის შემთხვევაში მანქანას და საწვავს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ და გვაძლევთ უფლებამოსილებას დავამუშაოთ მოწოდებული ინფორმაცია შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებას გისურვებთ!
27 მაისი - 26 ივნისი