standart

ადამიანური მართვის რესურსების განყოფილების მენეჯერი

28 May - 27 June
Details
Address
4 კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.

კლინიკა მედ დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას ადამიანური მართვის რესურსების განყოფილების მენეჯერის (HR) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N4;
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00 - დან, საღამოს 19:00 საათამდე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიების შესაბამისად შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა;
  • თანამშრომელთა და კანდიდატთა სარეზერვო ბაზის წარმოება;
  • მოქმედი პერსონალის მონაცემების ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა გადამზადებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და ადმინისტრირება;
  • შრომითი ხელშეკრულებების დამუშავება და სახელშეკრულებო პროცესის მართვა/კოორდინირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • განიხილება გამოცდილების გარეშე.
პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა 
გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
28 May - 27 June