standart

მთავარი ბუღალტრის დამხმარე

28 May - 27 June
Details
Address
Tbilisi
Salary
1500 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00

Vacancy description

სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)

ფუნქცია მოვალეობები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
  • ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
  • საბანკო ოპერაციების კონტროლი და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა;
  • მომწოდებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • ბუღალტრული პროგრამაში მონაცემების შეყვანა და განახლება;
  • ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება/არქივირება;
  • მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
  • საჭირო ანგარიშგებებისა და ცხრილების მომზადებაში მონაწილეობა;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური
შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა 
გამოაგზავნეთ  რეზიუმე (CV) ფოტოსურათით.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
28 May - 27 June