Premium

უსაფრთხოების თანამშრომელი

22 June - 27 June
Details
Address
Kakheti
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

პოზიცია:  უსაფრთხოების თანამშრომელი 

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე სამუშაო და 2 დღე დასვენება

ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და სტუმარზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი და გაიზიარონ ჩვენი ხედვა — შევქმნათ გამორჩეული გამოცდილება თითოეული სტუმრისთვის.

 

კომპანიაში დასაქმებით თქვენ შეძლებთ:


  • იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად, სტაბილურ სამუშაო გარემოში
  • განვითარდეთ ჩვენს სწრაფად მზარდ პროექტებში
  • იყოთ მეგობრული და მხარდამჭერი გუნდის წევრი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • ობიექტის სისტემატური ფიზიკური შემოვლა, ხარვეზების დაფიქსირება და რეაგირება დარღვევებზე
  • სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების, პირველადი დახმარების სტანდარტებისა და საევაკუაციო პროტოკოლის დაცვა, თანამშრომლებისა და სტუმრების დახმარება საგანგაშო მდგომარეობის შემთხვევაში
  • ობიექტის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა
  • კრიტიკული სიტუაციებისა და ინციდენტების მოგვარება სწრაფი და ეფექტური მეთოდებით, სწორი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების გზით
  • კომპანიის ქონების (შენობა-ნაგებობა, ტერიტორია, ინვენტარი და სხვ.), თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ობიექტის შიდა რეგულაციების დაცვით
  • თანამშრომლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის მონიტორინგი, ვიდეომონიტორინგი, სათანადო პროცედურების განხორციელება სტანდარტების მიხედვით

დაინტერესებულებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ჩვენ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

22 June - 27 June