სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 /
დასვენების დღე : შაბათ - კვირა ( თვეში ორი შაბათი )
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა
- მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
- შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.
მოვალეობები:
- პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე. წარუდგენს გეგმას სავაჭრო ობიექტის ყველა თანამშრომელს და ორგანიზებას უკეთებს მათ შრომას დასახული გეგმის შესრულების მიზნით.
- პასუხისმგებელია სუპერმარკეტში არსებულ ფულად-სასაქონლო და სხვა ფასეულობებზე.
- ვალდებულია დაიცვას სასაქონლო დანაკარგებისა და ჩამოწერის ნორმები.
- პასუხისმგებელია დოკუმენტაციისა და ანგარიშების სწორ წარმოებაზე.
- აკონტროლებს ობიექტზე არსებული ტექნიკის გამართულობას, უწყვეტი სამუშაო პროცესისათვის საჭირო სასაქონლო ნაშთებს.
- ვალდებულია სუპერმარკეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შესაბამის სამსახურს.
- ასრულებს უშუალო უფროსის მიერ მიცემულ სხვადასხვა დავალებებს.
- ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
გისურვებთ წარმატებას!