standart

მიტანის სერვისის ოპერატორი

28 მაისი - 27 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და წყნეთში წარმოდგენილ, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არც თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩება და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს ჩვენს ფილიალებში. კომპანიას, მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით, არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დიდ გუნდში გვაქვს მიტანის სერვისის ოპერატორის ვაკანტური პოზიცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი
გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: 1500 ლარიდან

მოვალეობები:
  • აპლიკაციებში (Glovo, Wolt და სსხვა) მიღებული შეკვეთების კონტროლი;
  • კურიერებისათვის გამზადებული შეკვეთის გაცემა შესაბამისი წესით;
  • მიტანის სერვისის ცხელ ხაზზე შემოსული შეკვეთების მართვა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია.

მოთხოვნები:
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება:

გისურვებთ წარმატებას!
28 მაისი - 27 ივნისი