ლოჯისტიკური კომპანია "ავტო მარკეტ ლოგისტიკი" უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. ჩვენ ვზრდით ბიზნესს სტაბილურად, ვაფართოებთ მიმართულებებს და ვქმნით ძლიერ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ეს პოზიციაა შენთვის, თუ:
გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია
არ გეშინია აქტიური ზარების და გაყიდვების
გინდა შენი შრომა პირდაპირ აისახოს შენს შემოსავალზე
ხარ მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
შენი ძირითადი მოვალეობები:
პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია
კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების ზრდა
კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
გაყიდვების მიზნების შესრულება და შედეგებზე მუშაობა
მოთხოვნები:
კომუნიკაბელურობა
ენერგიულობა
მიზანდასახულობა
გამოცდილება გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად
ავტომობილების მიმართ ინტერესი — დამატებითი პლიუსი
უცხო ენების ცოდნა — დამატებითი პლიუსი
რას გთავაზობთ:
ანაზღაურება გამომუშავებით: 1500-10000 ლარამდე
სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
მხარდამჭერი გუნდი
კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00
თუ გინდა გაყიდვებში განვითარდე და რეალური შედეგებით იამაყო — ჩვენ შენ გელოდებით!
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნე რეზიუმე ან დაგვიკავშირდი: 591 03 22 66.