კლინიკა "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიასოჯახის ექიმის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. #33 ბ. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შაბათი/კვირა დასვენება სავალდებულო მოთხოვნები:
უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი "საოჯახო მედიცინა";
სამედიცინო დაწესებულებაში ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება;
მენეჯერულ პოზიციებზე სამუშაო გამოცდილება;
საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
ოჯახის ექიმების ხარისხიანი ზედამხედველობა;
სამედიცინო პროცესების მართვა და სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა;
ოჯახის ექიმების მიერ სახელმწიფო და ქსელის შიდა გაიდლაინების, პროტოკოლების, პროცედურების შესაბამისად სამედიცინო სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა;
კლინიკაში ყოველდღიური შემოწმების უზრუნველყოფა და პრობლემების ანალიზი;
სამედიცინო დოკუმენტაციისა წარმოების ხარისხის მართვა;
მიმაგრებული პაციენტების მართვა ამბულატორიულად და ბინის პირობებში;
პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;
პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა;
კომპანიის შიდა პროგრამაში პაციენტების შესახებ ინფორმაციის ასახვა;
საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა;
საჭიროების შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება.