standart

ხარისხის კონტროლერი

29 მაისი - 28 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კლინიკა "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება, პროცესების კონტროლი;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი;
  • ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის კოორდინირება;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის წლიური პროგრამის შედგენა და აუდიტის პროცესის მართვა;
  • აუდიტის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების ეფექტურობის შეფასება;
  • შეუსაბამობების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
  • ანალიზის შედგენა მენეჯმენტის მხრიდან;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებული დოკუმენტების აღრიცხვის ორგანიზება;
  • კლიენტთან ურთიერთობის საკითხების მართვა (რეკლამაციები);
  • ცვლილებების მონიტორინგი;
  • სასერტიფიკაციო და საზედამხედველო აუდიტებისთვის ორგანიზაციის მომზადება;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობის მოგვარება მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
  • და სხვ.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • კომპიუტერული უნარი.
პირობები:

  • ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
  • სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად 

გისურვებთ წარმატებებს!
29 მაისი - 28 ივნისი