Maizen" აცხადებს ვაკანსიასდემი შეფის (Demi Chef)პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები:
სუ-შეფის ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
კერძების ხარიხის, გემოს სტანდარტისა და პრეზენტაციის კონტროლი;
სამზარეულოს გუნდის სამუშაოს სიზუსტის უზრუნველყოფა;
კერძების მომზადებაში მონაწილეობა შეფის მიერ განსაზღვრული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
სუ-შეფთან თანამშრომლობით გუნდის მოტივაციისა და სამუშაო დისციპლინის შემუშავება;
პრობლემური საკითხების გამოვლენა და ეფექტური რეაგირება;
სამზარეულოს ყოველდღიური პროცესის ზედამხედველობა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში და კონკრეტულ სექციაში;
HACCP-ისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი სერტიფიცირებული კულინარიული კურსები;
ეფექტური კომუნიკაციის და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული მზაობა.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).