საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულო დეპარტამენტში უნივერსალური მზარეულისპოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
საკვების მომზადებისა და მირთმევის, პრეზენტაციის პროცესის მონაწილეობა/უზრუნველყოფა;
სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება;
სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
თანამშრომლებისათვის დეტალური ტრენინგის ჩატარება, განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე უსაფრთხოების წესების შესახებ;
ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
შეფ-მზარეულის სხვა მითითებების შესრულება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა;
პუნქტუალურობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი; ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13 ბ.