standart

ინგლისურ-რუსულ ენოვანი გაყიდვების მენეჯერი

01 June - 01 July
Details
Address
23 სულხან ცინცაძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
09:30 - 18:00

Vacancy description

"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. კლინიკა უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სრული სპექტრის მომსახურებას.

შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურ-რუსულ ენოვანი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00;

პოზიციის აღწერა:

გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვაზე, მათთან ეფექტურ კომუნიკაციაზე და კლინიკის სერვისების შეთავაზება-გაყიდვაზე. მისი მთავარი ამოცანაა პაციენტის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება და პაციენტის სრული გზის კოორდინაცია პირველადი კონტაქტიდან მომსახურების დასრულებამდე.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს რეპროდუქციული მედიცინის სფეროში პაციენტებთან/გაყიდვებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:


  • ინგლისურ და რუსულ ენებზე პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • პაციენტებისთვის მომსახურების პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა;
  • პაციენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სერვისების შერჩევა;
  • გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგებზე პასუხისმგებლობა;
  • პაციენტის გზის კოორდინაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების პროცესის ადმინისტრირება და დოკუმენტაციის წარმოება;
  • ახალი პაციენტებისა და პარტნიორების მოძიება;
  • არსებული ბაზის მართვა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
  • გადახდების კონტროლი;
  • პერიოდული რეპორტინგი.
მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);`
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • საერთაშორისო პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ  CV 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2026 წელი 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
01 June - 01 July