გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
ვეძებთ ენერგიულ, მეგობრულ და მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს გუნდური მუშაობა.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი; კვირაში 5 დღე
პოზიცია: მოლარე/ბარისტა
ხელფასი: 1100-1300 ლარი (ნეტი)
მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება და სალაროს მართვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით
- ყავისა და ცივი სასმელების მომზადება
- გუნდური მუშაობა
- სისუფთავის და სხვა კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა
- მომხმარებელთან ურთიერთობა დადგენილი სტანდარტების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი დატვირთულ გარემოში
- საბაზისო კომპიუტერული/სალარო სისტემის ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი CV
გისურვებთ წარმატებას!