standart

შესყიდვების მენეჯერი

03 ივნისი - 03 ივლისი
დეტალები
მისამართი
9 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
2300 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა


"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N 9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი - 10:00-14:00
ანაზღაურება: 2300₾ (გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდგომ)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება
  • დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება
  • მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა
  • ცენტრალური და მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება
  • ცენტრალურ და მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე
  • სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით
  • შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
  • სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "აპექსის" ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
03 ივნისი - 03 ივლისი