მისო "რიკო ექსპრესი" ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.
წარმატებული ერთწლიანი სამუშაო პერიოდის გასვლის შემდეგ, თანამშრომელი ჩაერთვება ხელფასის ზრდის პერსპექტივის და კვარტალური/წლიური პრემიების საბონუსე სისტემაში.
გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი.
მოთხოვნები:
რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
უნარ-ჩვევები:
კანდიდატს უნდა ჰქონდეს მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3x4)
გაითვალისწინეთ:
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება;
აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.