მისო "რიკო ექსპრესი" ქ. გორში აცხადებს ვაკანსიას ქალბატონებისა და ბატონებისთვის დღე-ღამის უსაფრთხოების კოორდინატორის პოზიციაზე. საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.
წარმატებული ერთწლიანი სამუშაო პერიოდის გასვლის შემდეგ, თანამშრომელი ჩაერთვება ხელფასის ზრდის პერსპექტივის და კვარტალური/წლიური პრემიების საბონუსე სისტემაში.
გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი. მოთხოვნები: რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
მომსახურების უნარები: თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3X4)
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.