კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ რეცეფციონისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- სტუმრების, მომხმარებლების დახვედრა და გადამისამართება (საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება);
- მომხმარებლების პროგრამულად დარეგისტრირება;
- შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება;
- კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანირება და ა.შ.);
- საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი;
- ფულადი შენატანების/გასავლების პროგრამულად აღრიცხვა;
- ყოველდღიური საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
- საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ 1100 ლარი (ხელზე ასაღები).
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 11 ივლისის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.