სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.
ამჟამად, ˮპეპელაˮ სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს. დღეს, ˮპეპელაˮ 27 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.
პოზიცია: მენეჯერის ასისტენტი სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ (#11)
ჩვენთან გელოდებათ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
კომფორტული სამუშაო გარემო;
ფასდაკლების კორპორატიულ ბარათს;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
სალარო აპარატთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
ნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.