სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.
ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.
დღეს, "პეპელა" 28 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.
პოზიცია: ფილიალის მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ (#11)
ჩვენთან გელოდებათ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
კომფორტული სამუშაო გარემო;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
სავაჭრო პროცესების მართვა:
მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ.
პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა;
1. სააღრიცხვო პროცესების მართვა:
მონაწილეობის მიღება შემდეგ საკითხებში - მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით:
შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება;
2. ოფისიდან მიღებულ სხვადასხვა დავალებებზე ოპერატიულად რეაგირება; 3. საწყობიდან პროდუქციის მიღება და უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ; 4. ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრა; 5. მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა; 6. ორგანიზაციის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
გუნდში მუშობის უნარი;
სტრესულ სიტუაციებში მუშობის უნარი;
სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი;
გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
სამუშო დროს ეფექტურად განაწილების უნარი.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სწრაფი ადაპტაციის უნარი;
პუნქტუალური;
მოწესრიგებული;
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.