კომპანია „DG ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობში ავტოდამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1500 ლარი
მდებარეობა: ლილო
ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტვირთამწის მართვა
პროდუქციის დატვირთვა-ჩამოტვირთვისა და გადაადგილების მიზნით;
- საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციით დატვირთული პალეტების გადაადგილება და სათანადო ზონებში განთავსება;
- ამგროვებელთა ჯგუფისთვის
პროდუქციის მარაგების საჭიროებისამებრ შევსება მოქმედი ინსტრუქციის მიხედვით;
- საწყობის ტერიტორიაზე
ტვირთამწით გადაადგილება უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას
- ტრანსპორტირებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!