standart

მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი

14 July - 17 July
Details
Address
მ. თამარაშვილის გამზირი, თბილისი
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 

არქი“-ში ვეძებთ მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • მობინადრეთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა.
  • მობინადრეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა;
  • უკუკავშირის შეგროვება, მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება, შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება.
  • მობინადრეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების  და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ;
  • მობინადრეებისგან შემოსული სატელეფონო ზარების, წერილობითი მიმართვებისა და სხვა სახის შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი და დროული რეაგირება;
  • მობინადრეთა შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • მობინადრეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • სამეზობლოს ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმების მართვა;
  • საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების კოორდინირება და ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა;
  • მოვლა-პატრონობის სერვისებთან დაკავშირებული გადახდების მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და მობინადრეებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
  • პორტფელში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით:

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.  

Location
მ. თამარაშვილის გამზირი, თბილისი, საქართველო
14 July - 17 July