Premium

Operations Administrator

17 June - 17 July
Details
Address
116 წერეთლის გამზირი, თბილისი
Salary
1500-1700 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00

Vacancy description

პოზიცია: Operations Administrator
ლოკაცია:
„Radiusi“ (ქოვორქინგ-სივრცე), თბილისი, დიდუბე, წერეთლის გამზ. 116

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე

დაწყების თარიღი: აგვისტო, 2026 წ.

ანაზღაურება: 1500–1700 ლარი (ხელზე ასაღები / Net, გამოცდილების მიხედვით)


„Radiusi“-ს შესახებ :


„Radiusi“ არის თანამედროვე ქოვორქინგ-სივრცე დიდუბეში, რომელიც გათვლილია ფრილანსერებზე, სტარტაპებსა და მცირე გუნდებზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კომფორტული, მეგობრული და პროდუქტიული სამუშაო გარემო.


როლის აღწერა :


ეს პოზიცია საკვანძოა სივრცის ყოველდღიური ოპერაციების მართვაში. თქვენ იქნებით პირველი საკონტაქტო პირი სტუმრებისა და წევრებისთვის, პარალელურად კი უზრუნველყოფთ, რომ სივრცეში ყველაფერი გამართულად ფუნქციონირებდეს. აღნიშნული როლი აერთიანებს რეცეფციისა და ოპერაციების კოორდინატორის ფუნქციებს.


ძირითადი მოვალეობები:


  • მომხმარებლებსა და სტუმრებთან კომუნიკაცია (ზარები, შეტყობინებები, ვიზიტები);
  • ახალი წევრების მიღება, სივრცის დათვალიერება (ტურის ჩატარება), პაკეტების გაცნობა, რეგისტრაცია და გადახდების მართვა;
  • სივრცეში მეგობრული და პროფესიონალური გარემოს შენარჩუნება, მათ შორის შიდა ნეთვორქინგ ივენთებში დახმარება.
  • სივრცის ყოველდღიური ოპერაციების კონტროლი (სისუფთავე, წესრიგი, ფუნქციონირება);
  • წევრობის, დატვირთვისა და სხვა ძირითადი მონაცემების აღრიცხვა;
  • ადმინისტრაციული და ოპერაციული ამოცანების შესრულება.

მოთხოვნები:


  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა;
  • ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Google Workspace, MS Excel / Google Sheets და სხვა).

ვის ვეძებთ:


  • ენერგიულ და პროაქტიულ ადამიანს, რომელიც დამოუკიდებლად იჩენს ინიციატივას;
  • პიროვნებას, რომელსაც უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და, ამავდროულად, შეუძლია პროცესების ეფექტური მართვა;
  • პასუხისმგებლიან და სანდო თანამშრომელს სივრცის ყოველდღიური მართვისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:


  • ცენტრალურ როლს მზარდ ქოვორქინგ-სივრცეში;
  • დინამიურ და სოციალურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და პასუხისმგებლობების გაზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგზავნოთ რეზიუმე.
Category
Other
Location
116 წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
17 June - 17 July