standart

ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების სპეციალისტი

17 June - 17 July
Details
Address
Tbilisi
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"ნეო ქართული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების სპეციალისტის თანამდებობაზე.

პოზიციის მიზანი:

ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების კომპლექსური ინციდენტების გამოძიება და მათზე რეაგირება, ინციდენტების აღმოჩენის შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესება და ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების მდგრადობის გაძლიერება

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ქსელში ჩართული სისტემებიდან ლოგების შეგროვებისა და მათი კორელაციის უზრუნველყოფა ცენტრალიზებული უსაფრთხოების ინფორმაციისა და მოვლენების მართვის სისტემაში (SIEM)
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსებისგან ესკალირებული უსაფრთხოების მოვლენებისა და ინციდენტების გამოძიება, მათი მასშტაბის, გავლენისა და კრიტიკულობის დონის დადგენა.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ტექნიკური პროცესების კოორდინაცია, სათანადო შეზღუდვის, აღმოფხვრისა და აღდგენის გეგმის შემუშავება და რეკომენდაციების გაცემა
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენების/ინციდენტების სიღრმისეული ანალიზი
  • ინციდენტის ძირეული მიზეზის ანალიზის (RCA - Root Cause Analysis) ჩატარება, მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭირო მაკორექტირებელი და პრევენციული ზომების განსაზღვრა, რეკომენდება და დოკუმენტირება
  • SIEM-ში ინციდენტებისა და საფრთხეების აღმოჩენის წესების შექმნა, მათი ეფექტიანობის რეგულარული შემოწმება სხვადასხვა ინციდენტისა და შეტევის სცენარის მოდელირებით, მუდმივი გაუმჯობესება და ცრუ დადებითი შედეგების შემცირება
  • ინციდენტების, threat hunting-ისა და საფრთხის დაზვერვის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე დაყრდნობით, დეტექციისა და პრევენციის ახალი ან გაუმჯობესებული მექანიზმების დანერგვის მოთხოვნის ინიციირება
  • ახალი შეტევის ტექნიკებისა და საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მუდმივი კვლევა სხვადასხვა წყაროებიდან
  • ინციდენტის შედეგად დაზიანებული სისტემების ციფრული ექსპერტიზა, კომპრომეტირების ინდიკატორებისა (IOC) და შეტევის ვექტორების იდენტიფიცირების მიზნით.
  • ჰიპოთეზებზე დაფუძნებული საფრთხეების აქტიური ძიება (threat hunting) შიდა მონაცემებზე, გარე საფრთხის სადაზვერვო წყაროებსა (Threat intelligence) და MITRE ATT&CK-ის ტექნიკებზე დაყრდნობით
  • შეღწევადობის ტესტირების აქტივობების მონიტორინგი, განხორციელებული შეტევების აღმოჩენა და აღმოჩენის წესების გაუმჯობესება გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე
  • ინციდენტის შემთხვევაში დისკისა და ოპერატიული მეხსიერების (RAM) image-ების აღება და დოკუმენტირება სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით მტკიცებულებების მთლიანობის დაცვის მიზნით
  • ციფრული მტკიცებულებების შეგროვება, შენარჩუნება და დოკუმენტირება საგამოძიებო ან სამართლებრივი პროცესების მხარდასაჭერად, "chain of custody" სტანდარტების დაცვით.
  • სისტემური არტეფაქტების ანალიზი, მათ შორის registry hives, event logs, prefetch files და browser history, მომხდარი აქტივობების რეკონსტრუქციის მიზნით
  • მავნე პროგრამების (malware) საწყისი სტატიკური და დინამიკური ანალიზის ჩატარება იზოლირებულ sandbox გარემოში
  • მავნე ფაილების ნიმუშებიდან კომპრომეტირების ინდიკატორების (IOC) ამოღება, მათ შორის file hash-ების, IP მისამართების, domain-ებისა და registry key-ების იდენტიფიცირება.
  • ინციდენტის დასრულების შემდეგ lessons learned განხილვაში მონაწილეობა და playbook-ების, რეაგირების პროცედურებისა და აღმოჩენის წესების გაუმჯობესება მიღებული გამოცდილების საფუძველზე.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსებისთვის მენტორობისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, მათ მიერ შესრულებული ანალიზისა და ესკალაციების ხარისხის მიმოხილვა, უკუკავშირის მიწოდება და ცოდნის გაზიარება
  • სერვერების, ქსელური მოწყობილობებისა და საბოლოო სადგურების უსაფრთხო კონფიგურაციის საბაზისო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
  • გამეორებადი აღმოჩენისა და რეაგირების პროცესების ავტომატიზაცია
  • კიბერუსაფრთხოების ინციდენტების შესახებ შეტყობინებებისა და ანგარიშგების მომზადება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად
  • დაკავშირებულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის შეზღუდვისა და დაზიანებული სისტემების დროულად აღდგენის უზრუნველსაყოფად;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება არსებული/გავრცელებული აქტუალური შეტევის მეთოდებზე და მოსალოდნელი საფრთხეების ტენდენციებზე, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიაში არსებულ სისტემებს.
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ სათანადო ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლის გამოცდილება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის მინიმუმ 2 წელი SOC-ში, უსაფრთხოების მონიტორინგის ან ინციდენტებზე რეაგირების როლში.
  • ქსელური პროტოკოლების, ოპერაციული სისტემების (Windows, Linux) და უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძვლიანი ცოდნა.
  • SIEM, EDR/XDR, Threat Intelligence პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის ლოგების ანალიზი, კორელაცია, ინციდენტების გამოძიება და აღმოჩენის წესების შექმნა/გაუმჯობესება.
  • კიბერუსაფრთხოების ინციდენტების ანალიზის, პრიორიტეტიზაციის, მასშტაბის განსაზღვრისა და რეაგირების რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება
  • MITRE ATT&CK framework-ისა და Cyber Kill Chain მეთოდოლოგიის ცოდნა და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარი ინციდენტების ანალიზისა და საფრთხეების კლასიფიკაციისთვის
  • threat hunting-ის პრაქტიკული გამოცდილება შიდა მონაცემებზე, საფრთხეების სადაზვერვო წყაროებსა და შეტევის ტექნიკებზე დაყრდნობით
  • ციფრული ექსპერტიზის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება
  • მავნე ფაილების საწყისი სტატიკური და დინამიკური ანალიზის გამოცდილება
  • სასურველია მავნე პროგრამების ანალიზის ან reverse engineering-ის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია კიბერუსაფრთხოების ხელსაწყოების საბაზისო დონეზე ცოდნა - WAF, DDOS Prevention, DLP, PAM, EDR/XDR, Vulnerability Manager, Database Firewall, Email Protection, SAST, SCA, Threat intelligence, MDM, Posture Management
  • სკრიპტირების შექმნის უნარი განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაციის მიზნით
უნარები:

  • საკითხის გამოკვლევისა და დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • კარგი საკომუნიკაციო უნარები;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა;
  • გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა;
  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ რეზიუმე
17 June - 17 July