standart

კიბერუსაფრთხოების ინჟინერი

17 June - 17 July
Details
Address
Tbilisi
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"ნეო ქართული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების ინჟინრის თანამდებობაზე.

პოზიციის მიზანი:

კომპანიის ინფრასტრუქტურაში არსებული კომპიუტერული სისტემების, სერვერების, ქსელისა და ციფრული სერვისების დაცვა კიბერთავდასხმების, მონაცემთა გაჟონვისა და არაავტორიზებული წვდომისგან, უსაფრთხოების კონტროლების დანერგვის, კონფიგურაციის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების არქიტექტურის მუდმივი გაუმჯობესების გზით

ძირითადი მოვალეობები:

  • ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების კონტროლების დანერგვა, კონფიგურაცია, ექსპლუატაცია და მუდმივი გაუმჯობესება ინციდენტების პრევენციის მიზნით: WAF, DDoS Protection, DLP, PAM, EDR/XDR, Email Protection, Database Firewall, Vulnerability Management, SAST/SCA, Threat Intelligence, MDM, Password/Secrets Manager.
  • ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მწარმოებლებთან კომუნიკაცია ტექნიკური მიმართულებით
  • სერვერების, საბოლოო სადგურების, ქსელური მოწყობილობებისა და ღრუბლოვანი გარემოს უსაფრთხო კონფიგურაციის საბაზისო მოთხოვნების შემუშავება
  • კომპანიაში არსებულ IT ინფრასტრუქტურის სერვერებისა და ქსელური მოწყობილობებზე მოწყვლადობების რეგულარული სკანირების ჩატარება და აღმოჩენილი სისუსტეების პრიორიტეტიზაცია
  • ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ხელსაწყოების კონფიგურაცია და მონიტორინგი
  • უსაფრთხოების კონტროლების სისტემებიდან ლოგების SIEM-ში მიწოდების უზრუნველყოფა
  • კიბერუსაფრთხოების ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მყისიერი რეაგირების მოხდენა და პრევენციული ზომების მიღება
  • ინციდენტის ძირეული მიზეზის ანალიზის (RCA - Root Cause Analysis) ჩატარებაში სრული ჩართულობა
  • ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭირო მაკორექტირებელი და პრევენციული ზომების მიღება
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენებზე/ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება დადგენილი სამოქმედო გეგმების (playbooks/runbooks) მიხედვით და საწყისი შემაკავებელი ქმედებების განხორციელება
  • ახალი სისტემების, სერვისებისა და ინფრასტრუქტურული ცვლილებების დაგეგმვის ეტაპზე უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საჭირო ტექნიკური კონტროლების განსაზღვრა უსაფრთხო დიზაინის (security-by-design) პრინციპების გათვალისწინებით
  • განმეორებადი ტექნიკური ამოცანების ავტომატიზაცია სკრიპტების გამოყენებით
  • კიბერუსაფრთხოების ინციდენტების შესახებ შეტყობინებებისა და ანგარიშგების მომზადება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად
  • დაკავშირებულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის შეზღუდვისა და დაზიანებული სისტემების დროულად აღდგენის უზრუნველსაყოფად;
  • სიმულაციური ტესტების/სავარჯიშოების შედგენაში მონაწილეობის მიღება
  • ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ კომპანიის თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება
  • ხელმძღვანელის ინფორმირება არსებული/გავრცელებული აქტუალური შეტევის მეთოდებზე და მოსალოდნელი საფრთხეების ტენდენციებზე, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენონ კომპანიაში არსებულ სისტემებს.
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ სათანადო ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლის გამოცდილება კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის ან უსაფრთხოებაზე ორიენტირებული IT-ინფრასტრუქტურის როლში
  • უსაფრთხოების კონტროლების დანერგვისა და ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება
  • კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების და მისი მწარმოებლების, პროტოკოლების, ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის საფუძვლიანი ცოდნა.
  • ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის პრაქტიკული ცოდნა (routing, switching, Windows, Linux, VMware, Active Directory) ისეთ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების კონტროლების სწორად დანერგვასა და კონფიგურაციას.
  • სერვერების, ქსელური მოწყობილობებისა და საბოლოო სადგურების hardening-ისა და უსაფრთხო კონფიგურაციის ცოდნა (მაგ. CIS Benchmarks)
  • სკრიპტების წერისა და ავტომატიზაციის ცოდნა
უნარები:

  • საკითხის გამოკვლევისა და დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • კარგი საკომუნიკაციო უნარები;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა;
  • გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა;
  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე
17 June - 17 July