"ნეო ქართული ჯგუფი"აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსისთანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი:
კომპანიის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მოვლენებისა და ინციდენტების უწყვეტი მონიტორინგი, ინციდენტებზე დროული რეაგირება, მათი შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში დროული ესკალაცია
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის ქსელში ჩართული სისტემებიდან წარმოქმნილი უსაფრთხოების მოვლენებისა და განგაშების SIEM სისტემაში რეალურ დროში მონიტორინგი
უსაფრთხოების მოვლენებისა და ალერტების პირველადი ანალიზი, მათი ვალიდაცია, კატეგორიზაცია, საეჭვო აქტივობების გამოკვლევა, ცრუ დადებითი ალერტების იდენტიფიცირება, ინციდენტების პრიორიტეტიზაცია და დოკუმენტირება დადგენილი პროცედურების შესაბამისად
ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის წინასწარი კლასიფიკაცია და კრიტიკულობის დონის შეფასება
ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენებზე/ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება დადგენილი სამოქმედო გეგმების (playbooks/runbooks) მიხედვით
ინციდენტის შემთხვევაში ციფრული მტკიცებულებების შეგროვება და დოკუმენტირება, მათ შორის დისკისა და ოპერატიული მეხსიერების (RAM) image-ების აღება, მტკიცებულებების მთლიანობისა და "chain of custody" მოთხოვნების დაცვით
დადასტურებული ან კომპლექსური ინციდენტების ესკალაცია განსაზღვრული კრიტერიუმებითა და სრული კონტექსტით (მტკიცებულებები, ქრონოლოგია, საწყისი შეფასება).
საფრთხის სადაზვერვო წყაროებისა (Threat Intelligence) და კომპრომეტირების ინდიკატორების (IOC) გამოყენება უსაფრთხოების განგაშების შეფასებისა და ცნობილი საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის.
დაკავშირებულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტის შეზღუდვისა და დაზიანებული სისტემების დროულად აღდგენის უზრუნველსაყოფად
ინციდენტების ბილეთების შექმნა და მოკვლევის ნაბიჯების ზუსტი დოკუმენტირება.
ინციდენტის ძირეული მიზეზის ანალიზის (RCA - Root Cause Analysis) ჩატარებასა და მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭირო მაკორექტირებელი და პრევენციული ზომების განსაზღვრის პროცესში სრული ჩართულობა
SOC პროცესების გაუმჯობესებისთვის განმეორებადი ალერტების, მონიტორინგის ხარვეზებისა და სამუშაო პროცესის პრობლემების შესახებ უკუკავშირის მიწოდება
მომხდარი ინციდენტების განხილვაში (lessons learned) მონაწილეობა და გამოვლენილ ხარვეზებზე უკუკავშირის მიწოდება.
სერვერების, ქსელური მოწყობილობებისა და საბოლოო სადგურების უსაფრთხო კონფიგურაციის საბაზისო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
SIEM-ის აღმოჩენის წესების ეფექტიანობის მონიტორინგი და მისი გაუმჯობესების წინადადებების ხელმძღვანელისათვის მიწოდება
შესრულებული სამუშაოების შესახებ სათანადო ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა
სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კიბერუსაფრთხოების ინციდენტზე რეაგირების, ექსპერტიზის და საფრთხის ანალიზის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება
SIEM პლატფორმებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
კიბერუსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება
კიბერუსაფრთხოების მოვლენების სწორად შეფასებისა და ცრუ ალერტების გამოვლენის გამოცდილება
უნარები:
საკითხის გამოკვლევისა და დეტალებზე ფოკუსირების უნარი
პრობლემის გადაჭრის უნარი
კარგი საკომუნიკაციო უნარები
გუნდურად მუშაობის უნარი და თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა