standart

ბუღალტერი

18 June - 18 July
Details
Address
Tbilisi
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28-30, მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

სამსახურებრივი მოვალეობები:

  • ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება და შესაბამისი გატარებების გაკეთება;
  • ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა, ასევე აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი; დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დროული და სწორად გაფორმების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
  • საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების გაკეთება;
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი, ანგარიშვალდებულ პირებთან შედარებების განხორციელება;
  • საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;
  • სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონაცემების წარდგენა;
  • სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგი ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
საგადასახადო პორტალ RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება;
MS Office-ის სამომხმარებლო ცოდნა, Excel-ის სიღრმისეული ცოდნა;
პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
 საოფისე პროგრამების პრაქტიკული ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

ანალიტიკური აზროვნება;
ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

ვებ-გვერდი: https://www.peaniltd.com
18 June - 18 July