standart

ფილიალის მენეჯერი - ისანი

14 July - 19 July
Details
Address
Tbilisi
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ისნის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ
ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომწოდებლებისაგან სარეალიზაციო პროდუქციის დროული შესყიდვა და დროული განთავსება სავაჭრო დარბაზში.
  • სასაქონლო ნაშთების უწყვეტობისა და გეგმიური შენაძენის კონტროლი.
  • გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი.
  • ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა და გაწერილი გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლი.
  • ახალი თანამშრომლის შერჩევა ადაპტირების პროცესის წარმართვა/კონტროლი.
  • დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება / სწავლება შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
  • მომხმარებელთან სისტემატიური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პროდუქციის მიმღები ოპერატორის, დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე)
  • აუცილებელია ოფის პროგრამების ფლობა.
  • სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა.
  • სასურველი ალკოჰოლურ სასმელებში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა.
  • პუნქტუალურობა.
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.
  • ყურადღებიანობა.
  • სწრაფი აზროვნება.
  • გუნდის მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
Category
Retail
Slogan
,,იპოვე შენი ადგილი ჩვენს გუნდში"
Location
გარდაბანის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო
Socials
14 July - 19 July