სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიასგაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, ისთ ფოინთი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 8 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში, ერთი ბათუმში და 2 უკვე ევროპაში, კერძოდ სლოვენიაში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი.
2 ცვლა:
1) 10:00-19:00 2) 13:00-22:00
ჩვენთან გელოდებათ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
კომფორტული სამუშაო გარემო;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია სამუშაო გამოცდილება;
გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).