„ორკინი საქართველო“ გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სპეციალისტის კანდიდატურაზე - შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.
„ორკინი საქართველო“ (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).
https://www.orkinglobal.com/
https://www.orkin.com
https://www.orkin.ge
პირობები და სხვა დეტალები:
გრაფიკი: სრული განაკვეთი
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N71
ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, ჯანმრთელობის დაზღვევა
აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
კონტრაქტორებთან ურთიერთობა სხვადასხვა უზრუნველყოფის მიზნით;
ავტომობილის ჯარიმის, პარკინგის და ტექ. დათვალიერების კონტროლი, თვის პირველ რიცხვში გასულ თვეზე რეპორტის მომზადება;
მივლინებების სასტუმროების ჯავშნების უზრუნველყოფა, დღიური ნორმების გამოყვანა და ფინანსურ სამსახურში დოკუმემენტების წარდგენა
შესაბამის რამოდენიმე მიმართულებაზე Rs.ge-ზე ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადების შინაარსობრივი კონტროლი, დასტური ან უარყოფა, მოთხოვნის გაგზავნა და შეხსენება
ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა
ავტო-სადაზღვეო ინციდენტის მოკვლევა-რეაგირება, ინციდენტის ბრალეულობისა და საბუთების მოკვლევა (დარეკვა ცხელ ხაზზე და ინფორმაციის მიწოდება, მომართვის წერილების გამზადება სადაზღვეოსთვის და ჩართულობა რათა მოხდეს თანხების დროული ჩარიცხვა სერვის ცენტრებში)
თანამშრომლების სატრანსპორტო უზრუნველყოფა
ოფისების სამეურნეო უზრუნველყოფა/ზედამხედველობა
სხვადასხვა აქტივობების (თიმბილდინგი, კორპორატიული) დაგეგმვა/ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
სხვა საოფისე, ადმინისტრაციული მხარდაჭერა, უზრუნვეყოფა და შესყიდვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
MS Office-ის პროგრამების: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის საბაზისო ცოდნა;
სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო დამწყები ეტაპის სამუშაო გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.