Premium

გაყიდვების კონსულტანტი

03 July - 02 August
Details
Address
Tbilisi
Salary
700 ₾ + Bonus
Employment type
Part time
Working type
On-site
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
Not required
Education
Incomplete secondary education
Department
Operations
Skills
პასუხისმგებლიანი

Vacancy description

"გიგლსი" არის "ვილბურ ჰოლდინგში" შემავალი ერთ-ერთი კომპანია

"ვილბურ ჰოლდინგის" მასშტაბით ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ვაცხადებთ გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას, ლოკაციებზე: City Mall Saburtalo, Galleria Tbilisi, Tbilisi Mall

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00
სახელფასო განაკვეთი: თვიური 700 ლარი + გაყიდვების ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან
  • სათვალეებისა თუ სხვა პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის
  • მომხმარებელთა დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
  • გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
  • პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება
  • მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა, გაყიდვების გეგმის შესრულება
  • მარაგების მეთვალყურეობა და მოთხოვნების დაფიქსირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
Location
ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
03 July - 02 August