"მწვანე სკოლა-დიღომი" იწყებს კანდიდატების შერჩევასტუტორის პოზიციაზე.
ტუტორი "მწვანე სკოლაში" უზრუნველყოფს მოსწავლის ჰოლისტურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს:
ა) ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას: მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ემოციური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვა. ბ) გარემოსთან ადაპტაცია: მოსწავლის დახმარება სკოლის კულტურაში ინტეგრირებაში, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. გ) მშობლებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაცია: რეგულარული უკუკავშირი მოსწავლის პროგრესზე, ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სასწავლო პროცესის კოორდინირება. დ) ემოციური მხარდაჭერა: უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.
კონკურსის ეტაპები:
ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ბ) გასაუბრება;
განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაცია:
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
აპლიკანტი აუცილებლად უნდა ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ