Premium +

მშენებელი / ინჟინერი

08 July - 07 August
Details
Address
5 როსტევანის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 18:00
Languages
ქართული, English
Experience
1-2 years
Rest days
Saturday, Sunday

Vacancy description

IDC უკვე 20 წელზე მეტია ახორციელებს საინჟინრო, სამშენებლო, საპროექტო და ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურებას საქართველოში. ჩვენი პროექტები მოიცავს სამოქალაქო მშენებლობას, სამრეწველო ობიექტებს, ენერგეტიკას, საზღვაო ინფრასტრუქტურას, კვლევა-ძიება პროექტირებას, ტექნიკურ აუდიტებსა და საინჟინრო ზედამხედველობას.

გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მშენებელს / ინჟინერს, რომელიც ჩაერთვება როგორც საპროექტო, ასევე ტექნიკური ზედამხედველობისა და საინჟინრო პროექტების განხორციელების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები


  • სამშენებლო და საინჟინრო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ობიექტებზე ტექნიკური ინსპექტირებისა და მონიტორინგის ჩატარება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და დასკვნების მომზადება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სპეციფიკაციების განხილვა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ტექნიკური შეფასება;
  • პროექტის მიმდინარეობის კოორდინაცია შიდა გუნდთან, დამკვეთებთან და ქვეკონტრაქტორებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე მივლინებები საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • 1-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში ( სასურველია);  ;
  • სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ);
  • MS Office-ის კარგი ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა (სასურველი);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • მრავალფეროვან საინჟინრო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • გამოცდილ საინჟინრო გუნდთან მუშაობას;
  • საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებები. 

Category
Engineering
Location
5 როსტევანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
08 July - 07 August