საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას თბილისში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე:
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
სამუშაო გრაფიკი : (Part-Time) შეთანხმებისამებრ.
მისამართი : ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 113დ.
სტაჟირება: ანაზღაურების გარეშე
ჯანმრთელობის დაზღვევას.
Fit-Pass
აუცილებელი მოთხოვნები:
პორტფოლიოს წარდგენა სასურველია (შეიძლება იყოს სასწავლო პროექტებიც).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
გუნდთან ერთად ყოველდღიურ დიზაინერულ ამოცანებზე მუშაობა და სწავლა;
ბრენდის ვიზუალური გაიდლაინების შესწავლა და დაცვა ყველა შექმნილ მასალაში;
დამტკიცებული დიზაინ კონცეფციის მიხედვით ფაილების კორექტირება (ტექსტის ჩასმა/შეცვლა, ზომის ადაპტაცია, სიმარტივეების გასწორება და სხვა);
ეტიკეტების, საბეჭდი მასალებისა და POS პროდუქტების მომზადებაში დახმარება;
ბანერების, ბუკლეტების, სტიკერების, სოციალური ქსელების ვიზუალებისა და შიდა პრეზენტაციების შექმნაში/ჩართულობა;
ბრენდბუქის მიხედვით საბეჭდი ფაილების მომზადებაში დახმარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის საბაზისო ან საშუალო დონის ცოდნა;
გრაფიკული დიზაინის მიმართულებით სწავლა ან შესაბამისი კურსის გავლა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება;
დეტალებზე ყურადღების მიქცევა;
სწავლისა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დროის მენეჯმენტი და დავალებების დროულად შესრულება;
გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."