პრემიუმი

ბარისტა / სენდვიჩის ამწყობი

10 აგვისტო - 15 აგვისტო
დეტალები
მისამართი
65-67 აბაშიძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე
დეპარტამენტი
ოპერაციები

ვაკანსიის აღწერა

“გასტრონომ ჯგუფი” აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

 

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

 

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან.


Brunch by Gastronome -
ში ვეძებთ თანამშრომელს ბარისტა / სენდვიჩების ამწყობის პოზიციაზე. 

 

რას გთავაზობთ ჩვენ:


  •   ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, ფიქსირებული ხელფასი.
  •   სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).
  •   სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი).
  •   ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
  •   ფასდაკლება: 20%-იანი ფასდაკლება „გასტრონომის“ სრულ ასორტიმენტზე.
  •   კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
  •   აღიარება: კვარტალური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:


  • ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
  • მომხმარებლების კონსულტაცია
  • ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება
  • ფრეშების სხვადასხვა სახეობის მომზადება
  • სენდვიჩების მომზადება
  • მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
  • ონლაინ მიღებული შეკვეთების მომზადება (Wolt)
  • სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი
  • ყავის და ფრეშის აპარატების მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • სასურველია  სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
  • სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • გამართული მეტყველება

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 აგვისტომდე


გისურვებთ წარმატებებს! 

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ  „ შპს გასტრონომ ბრანჩი „ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

 

კატეგორია
საცალო ვაჭრობა
მომხმარებელთან ურთიერთობები
საწყობი და წარმოება
ტურიზმი
სხვა
დისტრიბუცია
მზარეული
მიმტანი
ჰორეკა
general.spheres.choice.asian_cuisine
კონდიტერია
სლოგანი
Takeaway Brunch menu - created exclusively with Gastronome products. Eat, sip and Brunch.
მისამართი
65-67 აბაშიძის ქუჩა, თბილისი 0102, საქართველო
სოციალური ქსელები
10 აგვისტო - 15 აგვისტო