standart

ნაწილების ბრენდ მენეჯერი

17 აგვისტო - 17 აგვისტო
დეტალები
მისამართი
ა. ბელიაშვილის ქუჩა, იმერეთის მხარე
ხელფასი
3000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ნაწილების ბრენდ მენეჯერი.


მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია ნაწილების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი პირობები:


  •  ადგილმდებარეობა: ბელიაშვილის 70

  •  სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ

  •  ანაზღაურება: 3000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + ბონუსი

  •  ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოთხოვნები:


  • აუცილებელია ბრენდ მენეჯერის, შესყიდვების მენეჯერის ან სხვა ანალოგიურ პოზიციაზე მსგავსი ფუნქციებით მუშაობის გამოცდილება 2+ წ, სასურველია საავტომობილო სფეროში

ბრენდ მენეჯერის, შესყიდვების მენეჯერის:


  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტირირების, ლოგისტიკის ან სხვა რელევანტურ სფეროში

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამები კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

  • აუცილებელია ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე (Advanced level)

  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

  • სასურველია რუსული ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:


  • კომპანიის არსებულ საერთაშორისო ბრენდებთან და მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება;

  • მიწოდების ვადებზე, ფასებზე, სატრანსპორტო პირობებსა და სხვა კომერციულ დეტალებზე მოლაპარაკებება

  • შეთანხმებული ხელშეკრულებებისა და პირობების საფუძველზე საჭირო რაოდენობების ზუსტი განსაზღვრა და შეკვეთების განთავსება.

  • მარაგში არსებული ტექნიკებისთვის საჭირო აქსესუარების ნაშთის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა.

  • არაპირდაპირი მომწოდებლისგან პროდუქციის შეკვეთა და ჩამოტანა საჭიროებიდან გამომდინარე

  • შეკვეთილი პროდუქტის გადამოწმება პროდუქტის ჩატვირთვის მომენტში 

  • მარაგების პროაქტიული კონტროლისა და პროგნოზირების მოდელების შექმნა/მართვა

  • გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა;

  • შოურუმებსა და საწყობებში პროდუქციის კრიტიკული მინიმუმებისა და მაქსიმუმების განსაზღვრა დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.

  • ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შედარება, გადახრების ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება

  • დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა სხვა მსგავსი აქტივობების ინიცირება;

  • მარაგების სტრუქტურისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება 

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 16 აგვისტოს  ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.


შერჩევის ეტაპები:


1. რეზიუმეების გადარჩევა

2. პირისპირ გასაუბრება 


ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!


            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
           
https://hel-ai.com/apply/c7ppKRpc


კატეგორია
ავტოინდუსტრია
მისამართი
ა. ბელიაშვილის ქუჩა, საქართველო
17 აგვისტო - 17 აგვისტო