საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს „მზიური“, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების (Oleina, Lindt, Kimberly-Clark და სხვა) ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის (B კატეგორია) პოზიციაზე.
პირობები:
ანაზღაურება: საშუალოდ 1 800 – 2 500 ლარი
სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის ქ. №151
აუცილებელი მოთხოვნები:
აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფის წარმოდგენა
B კატეგორიის მართვის მოწმობა;
ავტომობილის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
სასურველია სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
პუნქტუალურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ენერგიულობა;
მაღალი შრომისუნარიანობა;
ორგანიზებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით;
სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება და უშუალო დისტრიბუციის პროცესში მონაწილეობა;
პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი;
ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის;
საწვავის ხარჯვის კონტროლი;
კომპანიის შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს „მზიური“
ტელ.: 032 2 00 11 55
მონაცემთა დამუშავების მიზანი:
სამართლებრივი საფუძველი:
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ:
მონაცემთა მიმღები:
მონაცემთა გადაცემისა და დაცვის გარანტიები:
მონაცემთა შენახვის ვადა:
მონაცემთა სუბიექტის უფლებები:
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება.
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.