standart

შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

31 July - 30 August
Details
Address
ა. ბელიაშვილის ქუჩა, იმერეთის მხარე
Salary
1700 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, კვირაში 2 დღე დასვენება (1 ცვლა დაისვენებს- კვირა-ორშაბათს, მე-2 ცვლა - პარასკევი-შაბათს) 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი ხელზე ასაღები, მესამე თვიდან 1000 ლარიანი საბონუსე სისტემა გეგმის შესრულების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება, სასურველია პრემიუმ სეგმენტში, ავტო/მოტო ან ტექნიკის სფეროში 
  • აუცილებელია ინგლისური ენის კარგ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა სსაკომუნიკაციო დონეზე
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე
ძირითადი მოვალეობები:

  • შოურუმში შემოსული კლიენტების პროფესიული კონსულტირება, პროდუქტების სრულყოფილი გაცნობა, შეთავაზება და გაყიდვა;
  • გაყიდვის პროცესის უზრუნველყოფა - კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, პროგრამაში გატარება, ანგარიშსწორება, კლიენტის სრულყოფილი ინფორმირება ტექნიკის გამოყენებაზე;
  • შოურუმის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, პროდუქციის განთავსების ოპტიმიზაცია;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი, კომპანიის მიმართ ლოიალობაზე და გაყიდვებზე ორიენტირებული ურთიერთობების მართვა.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 31 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • პირისპირ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/y4dlYrZc

Category
Auto industry
Location
ა. ბელიაშვილის ქუჩა, საქართველო
31 July - 30 August