პრემიუმ +

სოციალური მედიის და კონტენტის მენეჯერი

06 აგვისტო - 05 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
50 თრიალეთის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1200 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია: Free Vision Academy - თავისუფალი ხედვის აკადემია
პოზიცია: სოციალური მედიის და კონტენტის მენეჯერი (Social Media & Content Manager)
ლოკაცია: თრიალეთის ქუჩა 50, Tbilisi, Georgia
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი | ჰიბრიდული გრაფიკი

ჩვენ შესახებ:

თავისუფალი ხედვის აკადემია არის პროფესიული განათლების ავტორიზებული დაწესებულება, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მოთხოვნად პროფესიებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებს: აღმზრდელი, ბუღალტრული აღრიცხვა, ფარმაცია, საექთნო საქმე, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელები და სხვა.

პოზიციის შესახებ:

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას კოლეჯის სოციალური მედიის განვითარებაზე, კერძოდ კი  Facebook, Instagram და TikTok მიმართულებით. კანდიდატს უნდა შეეძლოს კონტენტის დაგეგმვა, შესრულება/გამოქვეყნება და ანალიზი. 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

კონტენტის შექმნა

  • ყოველთვიური და ყოველკვირეული კონტენტ-გეგმის შედგენა და მისი შესრულება
  • ვიდეო და ფოტო კონტენტის იდეების შემუშავება, გადაღება და მონტაჟი (Reels, TikTok, Stories)
  • ქართულენოვანი ტექსტების, სათაურებისა და აღწერების დაწერა თითოეული პლატფორმის სპეციფიკის გათვალისწინებით
  • სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და ლექტორების ისტორიების მოძიება და კონტენტად გარდაქმნა
  • კონტენტის და რეკლამების მეშვეობით, სტუდენტების მოზიდვა
  • კოლეჯის ბრენდის ერთიანი ვიზუალური და სიტყვიერი სტილის დაცვა ყველა არხზე
არხების მართვა:

  • Facebook, Instagram და TikTok გვერდების ყოველდღიური ადმინისტრირება
  • პოსტების დაგეგმვა, გამოქვეყნება და რეკლამირება, Meta Business Suite-ისა და შესაბამისი ინსტრუმენტების საშუალებით
  • ხშირად დასმული კითხვების, ავტოპასუხებისა და საკვანძო სიტყვებზე დაფუძნებული სცენარების შექმნა და განახლება
ლიდების და რეგისტრაციების გენერირება:

  • მიზნობრივი კონტენტის შექმნა, რომელიც აუდიტორიას აქტიურობისკენ (შეტყობინება, ზარი, რეგისტრაცია) უბიძგებს
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა Meta Ads-ზე (ბიუჯეტის განაწილება, აუდიტორიის სეგმენტაცია)
  • ლიდების შეგროვება, მათი დამუშავება და პასუხისმგებელი გუნდისთვის მიწოდება
  • მსურველთა მხარდაჭერა რეგისტრაციისას, რათა მეტმა ადამიანმა წარმატებით დაასრულოს პროცესი
  • მნიშვნელოვანი პერიოდებისა და ღონისძიებების (სწავლის დაწყება, ვადები, ღია კარის დღეები) მარკეტინგული კამპანიების მართვა.
ანალიტიკა და განვითარება:

  • კვირეული და თვიური ანგარიშების მომზადება
  • ბაზრის სიახლეების მუდმივი თვალყურის დევნება
  • A/B ტესტირება და მიღებული შედეგების საფუძველზე სტრატეგიის კორექტირება
  • სხვადასხვა გუნდთან (დიზაინი, ვიდეო) აქტიური კოორდინაცია და თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის ან კონტენტის მართვაში (პორტფოლიო სავალდებულოა)
  • Facebook, Instagram და TikTok პლატფორმების პრაქტიკული ცოდნა
  • Ads Manager-ის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • მობილური ვიდეო კონტენტის დამოუკიდებლად გადაღებისა და მონტაჟის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება: ციფრებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • ორგანიზებულობა, ვადების დაცვა და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა
  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, კომუნიკაციები, ჟურნალისტიკა ან მომიჯნავე მიმართულება) - სასურველია
უპირატესობად ჩაითვლება:

  • განათლების, EdTech-ის ან საგანმანათლებლო დაწესებულების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • TikTok-ზე ორგანული მიმდევრებისა და ჩართულობის გაზრდის პრაქტიკული გამოცდილება
  • გრაფიკული დიზაინის საბაზისო უნარები (Canva, Figma, Adobe)
  • ინგლისური ენის ცოდნა
ანაზღაურება: 1,200+ გამოცდილებიდან გამომდინარე.
06 აგვისტო - 05 სექტემბერი