standart

ფინანსური ანალიტიკოსი

14 აგვისტო - 13 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
გორი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:


  • ფინანსური ანგარიშგებების პერიოდული (ყოველთვიური, ყოველკვარტლური და ყოველწლიური) მომზადება და ანალიზი;
  • ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის მონიტორინგი და პროგნოზი;
  • პროექტების მომგებიანობის ანალიზი და პროგნოზი;
  • მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის შესწავლა და პერიოდული მონიტორინგი;
  • ბანკებთან ურთიერთობაში ჩართულობა და საჭირო რეპორტების მომზადება;
  • აუდიტორებთან ურთიერთობაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
  • აუდიტორად, ბიზნეს ანალიტიკოსად, ფინანსურ ანალიტიკოსად, ფინანსურ კონტროლიორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
  • ინგლისურის ცოდნის დონე - B2;
  • პროფესიული სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესად.
პირადი უნარ-ჩვენები:

  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ეარაუგვიანეს 2026 წლის 7 სექტემბრისა

გისურვებთ წარმატებას!
14 აგვისტო - 13 სექტემბერი