შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. გორი, ბერბუკის დასახლება. ფუნქცია-მოვალეობები:
ტექნიკური გუნდის ყოველდღიური ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
სამუშაოთა მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების ანგარიშების მომზადება ყოველდღიურ რეჟიმში;
სამუშაოთა მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების (ფორმა №2) და გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება;