standart

სერვის ცენტრის ტექნიკის მენეჯერის ასისტენტი/ოპერატორი

17 August - 16 September
Details
Address
Tbilisi
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"VESTEL"-ის სერვის ცენტრი ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული სერვის ცენტრის ყოველდღიურ ოპერაციებსა და ტექნიკური ჯგუფის მართვაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთელი
პოზიცია: სერვის ცენტრის ტექნიკის მენეჯერის ასისტენტი/ოპერატორი

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო სივრცეში სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე გამოცხადება;
  • სერვის ცენტრის მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობა;
  • ტექნიკური ჯგუფის მართვაში მონაწილეობა — ფუნქციების განაწილება, დისციპლინისა და დატვირთულობის კონტროლი;
  • სამუშაო გეგმებისა და სერვისის პროცესების კონტროლი;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების ჯგუფთან კოორდინირებული მუშაობა და შეფერხებების შესახებ დროული ინფორმირება;
  • სერვისის ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშგება;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ვიზიტი და სიტუაციის შეფასება;
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი და პროდუქციის მომხმარებლისთვის სათანადო მდგომარეობაში დაბრუნების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების სამუშაო დროის ადმინისტრირება და კონტროლი;
  • სერვის-ოპერაციების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მონაცემთა ბაზებისა და სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ყოველდღიური რეპორტების მომზადება და ბუღალტერიისთვის გაგზავნა;
  • არასტანდარტული ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციისა და ფინანსური ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროული კომუნიკაცია;
  • სერვის ცენტრში არსებული ნივთებისა და ინვენტარის კონტროლი;
  • HR მენეჯერისთვის ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება;
  • სერვის ცენტრის ოპერატორის სამუშაო პროცესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
  • სერვისის პერსონალის მივლინებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • დასუფთავების სტანდარტებისა და შესაბამისი პერსონალის სამუშაო დროის კონტროლი;
  • კომპანიის შინაგანაწესისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
სამუშაო გამოცდილება:

  • უმცროსი მენეჯერის ან ასისტენტის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სერვისის ან მენეჯმენტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდის მართვის უნარი
  • დროის ეფექტური მართვა
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სანდოობა და სამართლიანობა
  • შრომის მაღალი კულტურა
  • შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • თურქულის და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა — სავალდებულოა
  • სერვისის სტანდარტების ცოდნა;
  • მენეჯმენტის სისტემების ცოდნა — სასურველია;
  • Microsoft Word და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV 

17 August - 16 September