standart
საწყობის ოპერატორი
17 აგვისტო - 16 სექტემბერი
CV-ს გაგზავნა
დეტალები
მისამართი
თბილისი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ვაკანსიის აღწერა
"VESTEL"-ის
გუნდი ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ
საწყობის ოპერატორს
.
სამუშაო ადგილი:
თბილისი, წერეთელი
ძირითადი მოვალეობები:
სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე ფილიალში გამოცხადება;
კომპანიის უნიფორმის მოწესრიგებულად ტარება;
ყოველდღიური რეპორტების მომზადება და გაგზავნა დილის 10:00 საათამდე;
პროგრამაში ზედნადებების გამოწერა და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
სადილერო და ონლაინ რეალიზაციის, მაღაზიებს შორის პროდუქციის გადაადგილებისა და საცალო გაყიდვების ოპერაციების მართვა;
შემოსული და გასული პროდუქციის Excel-ის ცხრილებში ასახვა;
საწყობის აღწერებში მონაწილეობა და ფაქტობრივი მარაგების პროგრამულ სტოკებთან შედარება;
ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა;
მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და პრობლემების მოგვარებაში დახმარება;
ფილიალებთან, სადილერო გაყიდვების წარმომადგენლებთან და ბუღალტერიის დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა;
პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება;
კომპანიის შინაგანაწესისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ოპერატორის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
კლიენტებთან ურთიერთობისა და მომსახურების სფეროში გამოცდილება;
RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება;
Infinaty-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
Microsoft Word და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაცია;
დროის მართვისა და ორგანიზების უნარი;
პრობლემური სიტუაციების მართვა;
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ოპერატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV
Vestel
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სლოგანი
ყველა სახლი იმსახურებს ვესტელს
სოციალური ქსელები
კომპანიის შესახებ
17 აგვისტო - 16 სექტემბერი
CV-ს გაგზავნა