standart

საწყობის ოპერატორი

17 August - 16 September
Details
Address
Tbilisi
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"VESTEL"-ის გუნდი ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ საწყობის ოპერატორს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე ფილიალში გამოცხადება;
  • კომპანიის უნიფორმის მოწესრიგებულად ტარება;
  • ყოველდღიური რეპორტების მომზადება და გაგზავნა დილის 10:00 საათამდე;
  • პროგრამაში ზედნადებების გამოწერა და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
  • სადილერო და ონლაინ რეალიზაციის, მაღაზიებს შორის პროდუქციის გადაადგილებისა და საცალო გაყიდვების ოპერაციების მართვა;
  • შემოსული და გასული პროდუქციის Excel-ის ცხრილებში ასახვა;
  • საწყობის აღწერებში მონაწილეობა და ფაქტობრივი მარაგების პროგრამულ სტოკებთან შედარება;
  • ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა;
  • მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და პრობლემების მოგვარებაში დახმარება;
  • ფილიალებთან, სადილერო გაყიდვების წარმომადგენლებთან და ბუღალტერიის დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება;
  • კომპანიის შინაგანაწესისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ოპერატორის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • Infinaty-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Word და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაცია;
  • დროის მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV 
17 August - 16 September