standart

გაყიდვების მრჩეველი - თბილისი, ბათუმი

17 August - 16 September
Details
Address
Tbilisi and Batumi
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმსა და თბილისში გაყიდვების მრჩევლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი ჭავჭავაძის N21, ქ. თბილისი წერეთლის 126
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი); (მაღაზია მუშაობს 10:00-20:00 სთ)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
  • კომპანიაში არსებული და ახალი პროდუქციის შესწავლაში მაღალი ჩართულობა;
  • გაყიდული პროდუქციის ადგილზე დეტალურად შემოწმება და შეფუთვა;
  • გაყიდული პროდუქტის შესახებ, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
  • გაყიდვების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის სტენდებზე განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
  • მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • მაღაზიის მენეჯერის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ზოგადი ან უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ტექნიკის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
  • სასურველია უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური;
  • მოტივირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
17 August - 16 September